გაეროს ტრიბუნალი: კარაჯიჩის პროცესი 26 ოქტომბერს დაიწყება

გაეროს სამხედრო ტრიბუნალის ინფორმაციით, ბოსნიელ სერბთა ყოფილი ლიდერის, რადოვან კარაჯიჩის სასამართლო პროცესი 26 ოქტომბერს დაიწყება. კარაჯიჩს 11 მუხლით ედება ბრალი - მათ შორის ორი ბრალდება სერბთა მხრიდან გენოციდის მოწყობას ეხება 1992-95 წლების ბოსნიის ომის დროს. თავად კარაჯიჩი ყველა ბრალდებას უარყოფს. როგორც ვარაუდობენ, სასამართლო პროცესი 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება.