პაკისტანში მომხდარ თავდასხმას ათობით ადამიანი შეეწირა

პაკისტანის ქალაქ ლაჰორსა და შფოთიან ჩრდილოდასავლეთის რეგიონში რამდენიმე თავდასხმა მოხდა. როგორც ვარაუდობენ, თავდამსხმელები ექსტრემისტები იყვნენ - მათ იერიში მიიტანეს პოლიციის სადგურებზე და ორ საწვრთნელ ცენტრზე, და თითქმის 30 ადამიანი იმსხვერპლეს. ლაჰორში თავდასხმები ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა პირებმა განახორციელეს, ჩრდილოდასავლეთის ქალაქ კოჰატში კი დანაღმული მანქანა აფეთქდა. პაკისტანში დღევანდელ თავდასხმებს წინ უძღვოდა ექსტრემისტების მიერ განხორციელებული შეტევების სერია.