გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი ახალი წევრი ეყოლება

დღეს გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ ახალ წევრად აირჩიეს ბრაზილია, ნიგერია, გაბონი, ლიბანი და ბოსნია. ისინი უშიშრეობის საბჭოში 2010-2011 წლებში იქნებიან წარმოდგენილი - ჩაენაცვლებიან კოსტა-რიკას, ლიბიას, უგანდას, ვიეტნამს და ხორვატიას, რომელთა გაეროს უშიშროების საბჭოში ყოფნის ვადაც 31 დეკემბერს ამოიწურება. გაეროს უშიშროების საბჭო არის გაეროში გადაწყვეტილებების მიმღები მთავარი ორგანო, რომელსაც ხუთი მუდმივი და 10 დროებითი წევრი ჰყავს.