აფხაზეთი რუსეთის მინიჭებულ სატელეფონო კოდებზე გადასასვლელად ემზადება

აფხაზეთი რუსეთის მიერ მინიჭებულ სატელეფონო კოდებზე 15 ნოემბრიდან გადავა. განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსმა, კრისტიან ბჟანიამ. აფხაზეთმა ფიქსირებული და მობილური ტელეფონებისთვის რუსული სატელეფონო კოდები 28 სექტემბერს მოსკოვში გაფორმებული მემორანდუმის თანახმად მიიღო. აფხაზეთის სეპარატისტულ რესპუბლიკას რუსული ზონის ნუმერაცია "7"მიენიჭა. ფიქსირებული ტელეფონის კოდად - "840", ხოლო მობილური ოპერატორისთვის - "940".