ინგუშეთის სუნჟენის რაიონში კვლავ გაუქმდა კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი

ინგუშეთის სუნჟენის რაიონში კვლავ გაუქმდა კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი, რომელიც ხუთშაბათიდან მოქმედებდა. ადგილობრივი მოსახლეობისთვის მოხსნილია შეზღუდვები, რომლებსაც ითვალისწინებდა რეჟიმი. ფსბ-ს ცნობით, რაიონის ტერიტორიაზე მეამბოხეთა ჯგუფი იქნა აღმოჩენილი. ოპერაციის მსვლელობისას მოკლულია სამი მოიერიშე და ქალი, რომელიც მათთან ერთად იმყოფებოდა. იტყობინებიან ასევე, რომ მილიციონერებიდან არავინ დაზარალებულა.