დაღესტანში სამი ბოევიკი მოკლეს

დაღესტანში, ხასავიურტის რაიონში სამი ბოევიკი მოკლეს. ”ინტერფაქსის” ცნობით, სამართალდამცავებმა სოფელ ენდერეი-აულთან ახლოს საეჭვო ავტომანქანა შენიშნეს. მათ მოთხოვნას მანქანის გაჩერების შესახებ, მასში მსხდომებმა სროლით უპასუხეს. მოკლული ბოევიკების ვინაობა დადგენილია. ავტომანქანაში ნაპოვნია საბრძოლო მასალა. სამართალდამცავთაგან არავინ დაღუპულა.