ირანში ორი პოლიციელი მოკლეს

ირანიდან გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირებმა ორშაბათს ორი პოლიციელი მოკლეს. ინციდენტი მოხდა სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე სისტან-ბალუჩესტანის რაიონში ერთ დღეში მას შემდეგ, რაც იმავე პროვინციაში აფეთქება მოაწყო თვითმკვლელმა თავდამსხმელმა. ირანის საინფორმაციო სააგენტო მეჰრის ცნობით, ორი პოლიციელი მოკლა ორმა თავდამსხმელმა ქალაქ ირანშაჰრში. სხვა დეტალები ცნობილი არ არის.