ყირგიზეთის პრეზიდენტმა ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა დაასახელა

ყირგიზეთის პრეზიდენტმა ყურმანბეკ ბაკიევმა დღეს ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა დაასახელა: ეს არის ბაკიევის დიდი ხნის მოკავშირე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი და ბიშკეკის ყოფილი მერი, დანიარ უსენოვი. მისი კანდიდატურის დასახელება ერთ დღეში მოჰყვა მთავრობის გადადგომას, რის ფონსაც ქმნის მასშტაბური ადმინისტრაციული რეფორმა ყირგიზეთში.