ჩეჩნეთში შეტაკებებმა ოთხი მეამბოხე და ერთი პოლიციელი შეიწირა

ჩეჩნეთში შეტაკებების შედეგად ოთხი მეამბოხე და ერთი პოლიციელი მოკლეს. ამის შესახებ განაცხადა ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა მაგომედ დენიევმა. მისი თქმით, სამხრეთში მდებარე სოფელ გოიტიში პოლიციამ ალყა შემოარტყა ერთ-ერთ შენობას და ორი შეიარაღებული პირი მოკლა. დაიღუპა ერთი პოლიციელიც, ორი კი დაიჭრა. დენიევის განცხადებით, კიდევ ერთი მეამბოხე მოკლეს სოფელ იერმოლოვკაში, დედაქალაქ გროზნოსთან. თვით გროზნოში კი წუხელ მოკლეს ერთი მოეამბოხე.