გაერო ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება

გაერომ საარჩევნო ბიულეტენების დარიგება დაიწყო ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის. არჩევნები 7 ნოემბრისთვის არის დანიშნული. გაეროს პრეს-მდივან დან მაკნორტონის განცხადებით, საარჩევნო ბიულეტენები თვითმფრინავებით ჩააქვთ პროვინციების ადმინისტრაციულ ცენტრებში, საიდანაც მათ სატვირთო მაქანქანებით, შვეულფრენებით და სახედრებით მიიტანენ საარჩევნო უბნებში. პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი საპრეზიდენტო არჩევნების ამ, მეორე ტურში მთავარ მეტოქეს, ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ აბდულაჰ აბდულაჰს დაუპირისპირდება.