პარლამენტში საინგილოს მოსახლეობის პრობლემებზე ისაუბრებენ

დღეს, საქართველოს პარლამენტის უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე საინგილოს მოსახლეობის პრობლემებზე იმსჯელებენ.
სხდომაზე მიწვეულნი არიან განათლებისა და მეცნიერების, ასევე კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები. სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და დიასპორის წარმომადგენლები.