გამსახურდიამ პარლამენტარის უფლებამოსილება აღიდგინა

პარტია „თავისუფლების“ ლიდერმა კონსტანტინე გამსახურდიამ გადაწყვიტა აღიდგინოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, რომელზეც უარი 2008 წლის არჩევნების შემდეგ თქვა. დღეს გამსახურდიამ განაცხადა, რომ დეპუტატობა არაერთი კონსულტაციის შედეგად გადაწყვიტა და ამ სტატუსით საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებაზე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და სოციალურ საკითხებზე მუშაობას გეგმავს. კონსტანტინე გამსახურდია აპირებს აქტიურად ჩარეთოს მუშაობაში კომისიისა, რომელმაც ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზი უნდა დაადგინოს