აბდულა აბდულა გამორიცხავს ჰამიდ კარზაის მთავრობაში შესვლას

ავღანეთის საპრეზიდენტო კანდიდატი აბდულა აბდულა გამორიცხავს ჰამიდ კარზაის მთავრობაში შესვლას იმ შემთხვევისთვის, თუკი მოქმედი პრეზიდენტი გაიმარჯვებს არჩევნების დამატებით ტურში, რომელიც 7 ნოემბერს გაიმართება. აბდულამ, რომელსაც კარზაის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა, CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ სამნახევარი წლის წინ მთავრობის დატოვების შემდეგ არასოდეს უგრძვნია ცდუნება, კვლავ გახდეს, მისი სიტყვებით, „გაუარესებისკენ მიმავალი ვითარების“ მონაწილე.