ფოტოკონკურსის შედეგები

20 აგვისტოდან 22 ოქტომბრამდე რადიო თავისუფლებამ ჩაატარა ფოტოკონკურსი სახელწოდებით ”ცხოვრება ომის შემდეგ...”
მასში მონაწილეობდნენ მოყვარული და პროფესიონალი ფოტოგრაფები. ნამუშევრები გამოქვეყნებულია რადიო თავისუფლების ვებსაიტზე.

კონკურსში გამარჯვებულები კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა. პირველი პრემია მიეკუთვნა ლევან ჩხატარაშვილის ნამუშევარს

ლევან ჩხატარაშვილი

მეორე პრემიის მფლობელი გახდა კახა კახიანი ნამუშევრისთვის

კახა კახიანი

მესამე პრემია ერგო ლევან ხერხეულიძის ნამუშევარს

ლევან ხერხეულიძე

საკონკურსო სურათები შეაფასეს რადიო თავისუფლების ვებსაიტის სტუმრებმაც. მათი რჩეული გახდა გიორგი ხუციშვილის უსათაურო სურათი:

გიორგი ხუციშვილი

კონკურსში მონაწილე ნამუშევრებიდან შეირჩა სურათები, რომლებიც 23 ოქტომბრიდან იფინება თბილისის მუზეუმში (ქარვასლაში).

Your browser doesn’t support HTML5

ფოტოკონკურსი "ცხოვრება ომის შემდეგ"



საკონკურსო ფოტოგალერეა - 1
საკონკურსო ფოტოგალერეა - 2