თურქეთის პრემიერ-მინიტრის თქმით, დასავლეთი ირანს უსამართლოდ ექცევა

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა დასავლეთის სახელმწიფოებს ბრალად დასდო, რომ ისინი ირანს უსამართლოდ ექცევიან მისი ბირთვული პროგრამის გამო. ერდოანმა ბრიტანეთის გაზეთ „გარდიანს" ინტერვიუში უთხრა, რომ ის ქვეყნები, რომლებიც ირანს ადანაშაულებენ ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობაში, თვითონ არიან ბირთვული იარაღით აღჭურვილი.