კარაჯიჩის სასამართლო დღეს განახლდება

კარაჯიჩის საქმის განხილვას გაეროს ტრიბუნალი დღეს განაახლებს. ბოსნიელ სერბთა ყოფილმა ლიდერმა, რადოვან კარაჯიჩმა ბოიკოტი გამოუცხადა თავის სასამართლო პროცესს, რომელიც გუშინ უნდა დაწყებულიყო. კარაჯიჩს ბრალი ედება 11 დანაშაულში, მათ შორის გენოციდში. იგი თავს დამნაშავედ არ ცნობს. პროცესს კარაჯიჩი ბოიკოტს უცხადებს და ამტკიცებს, რომ არ აქვს საკმარისი დრო, გაეცნოს საქმეს. პროცესი სამშაბათს განახლდება და გაიხსნება ბრალდების ტექსტის წაკითხვით.