აფხაზეთში თავს დაესხნენ დე ფაქტო რესპუბლიკის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს

გუდაუთის რაიონის სოფელ ბომბორასთან უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს ილარიონ არღუნის ავტომობილს. ამის შესახებ “რია ნოვოსტი” იუწყება.დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის ოთარ ხეციას განცხადებით არღუნს ცენტრალურ ტრასაზე ესროლეს ყუმბარმტყორცნიდან, თუმცა ყუმბარა ავტომობილს არ მოხვედრია.