ილარიონ არღუნზე თავდასხმა განხორციელდა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეროვნული ბანკის მმართველზე, ილარიონ არღუნზე თავდასხმა განხორციელდა. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, არღუნის ავტომანქანას, რომელიც გაგრიდან სოხუმში მიემგზავრებოდა, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა გუდაუთასთან ნაღმმტყორცნიდან ესროლეს. ამავე წყაროს ინფორმაციით, არღუნი და მისი მძღოლი თავდასხმას გადაურჩნენ. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინსტროში სააგენტო ინტერფაქსს განუცხადეს, რომ დანაშაულის ”ცხელ კვალზე” გახსნის იმედი აქვთ.