დაკავებული ქართველები კვლავ სეპარატისტულ რეგიონში რჩებიან

ოკუპირებულ ახალგორის რაიონთან რუსი მესაზღვრეების მიერ 25 ოქტომბერს დაკავებული 16 ქართველი კვლავ პატიმრობაშია. რუსული მხარის პირობა, რომ მათი გათავისუფლების შესახებ თბილისს დღეს საღამოს 7 საათზე შეატყობინებდნენ, შეუსრულებელი დარჩა. პატიმრობაში რჩება ქარელის რაიონის ის 5 მკვიდრიც, რომელთა დაკავების შესახებ დღეს გახდა ცნობილი. ეს მოქალაქეები ცხინვალის რეგიონთან დააკავეს, საზღვრის დარღვევის ბრალდებით.