ბაღდადში მოწყობილი თავდახმების გამო უშიშროების ძალების 60-ზე მეტი თანამშრომელი დაკავეს

ერაყის არმიის თანახმად, უშიშროების სამსახურის 61 თანამშრომელი დააკავეს კვირას ბაღდადში მოწყობილი ორი სისხლიანი თავდასხმის გამო. გენერალ ყასიმ ატას თქმით, დაკავებულთა შორის 11 მაღალი რანგის ოფიცერია. ყველა მათგანი მორიგეობდა იმ არეალში, სადაც, სამთავრობო შენობებთან, აფეთქებები მოხდა. ტერაქტები ყველაზე სისხლიანი იყო ბოლო ორ წელიწადში. მათზე პასუხისმგებლობა იკისრა „ერაყის ისლამურმა სახელმწიფომ“, ალ ყაიდასთან დაკავშირებულმა ჯგუფმა. მაგრამ, მთავრობა თვლის, რომ უშიშროების ძალების უნიათობასთან, ან შეთქმულებასთან გვაქვს საქმე.