გაეროს გენერალური მდივანი ავღანეთში თავისი თანამშრომლების უკეთესი დაცვისკენ მოწოდებით გამოდის

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა მოუწოდა ავღანეთის მთავრობას და საერთაშორისო საზოგადოებას, მეტი გააკეთონ ავღანეთში გაეროს თანამშრომლების დაცვისათვის. ეს ბან კი მუნმა განაცხადა თალიბი მეამბოხეების მიერ ქაბულში, გაეროს სასტუმროზე მოწყობილი თავდასხმის შემდეგ. ამ ტერაქტს ხუთი გაეროელი შეეწირა. გაეროს გენერალური მდივნის თქმით, ავღანეთი და პაკისტანი ყველაზე სახიფათო ქვეყნtბად იქცა გაეროს თანამშრომლებისთვის. სულ, მსოფლიოში გაეროს დაღუპული 27 სამოქალაქო თანამშრომლიდან, ნახევარზე მეტი ავღანეთში და პაკისტანში დაიხოცა.