ჰილარი კლინტონმა დაასრულა ვიზიტი პაკისტანში

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა დაასრულა თავისი სამდღიანი ვიზიტი პაკისტანში, სადაც ის დღეს შეხვდა თემთა მეთაურებს, ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლებს და კანონმდებლებს. ხვალიდან იწყება კლინტონის სტუმრობა აბუ დაბისა და ისრაელში, სადაც სახელმწიფო მდივანი პალესტინელთა ავტონომიის და ისრაელის ლიდერებს შეხვდება.