ირანი გაეროს გეგმის შემსწავლელი კომისიის შექმნას ითხოვს

ირანისსაგარეო საქმეთა მინისტრი მანუჩერ მოტაკი ტექნიკური კომისიის შექმნას მოითხოვს. მოტაკის თვლის, რომ ამ კომისიამ უნდა შეამოწმოს გაეროს გეგმა, რომლის თანახმადაც ირანის ურანის გამდიდრება სხვა ქვეყნებში უნდა მოხდეს. ამის შესახებ მოტაკიმ მალაიზიის დედაქალაქში განაცხადა. მისი თქმით, ირანის ეს წინადადება რამდენიმე დღის წინ გადაეცა გაეროს ბირთვული ენერგეტიკის სააგენტოს. სააგენტოს გეგმაზე ირანს ოფიციალურად პასუხი არ გაუცია, თუმცა, ბოლო დროს ირანული მედიით ვრცელდება ინფორმაცია, რომ თეირანი მზად არის თავისი ურანი არა ერთბაშად, არამედ ეტაპობრივად გაგზავნოს უცხოეთის ქვეყნებში გასამდიდრებლად.