სოხუმმა რუსეთს საბჭოთა პასპორტების ხმარების ვადის გაგრძელება სთხოვა

აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში საბჭოთა პასპორტების ხმარება „საგანგებო განკარგულებამდე“ გაგრძელდება, განაცხადა დე ფაქტო ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი შამბამ. ადრე გავრცელდა ცნობა, რომ 2 ნოემბრიდან თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიის და რუსეთის ფედერაციის საზღვრის გადაკვეთა საბჭოთა პასპორტებით, ასევე "საბჭოთა საზღვარგარეთის" პასპორტებით, აიკრძალა. დე ფაქტო ხელისუფლება სთხოვს მოსკოვს, გაუგრძელოს საბჭოთა პასპორტების ხმარების ვადა მომავალი წლის ზაფხულამდე, როცა სოხუმი საზღვარგარეთის პასპორტებს დაამზადებს.