უკრაინაში გრიპის ვირუსით 81 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო მონაცემებით, უკრაინაში გრიპის ვირუსით 81 ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებულთა რაოდენობამ კი - 400 ათასს გადააჭარბა. რაც შეეხება ე.წ. ღორის გრიპს, უკრაინის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ალექსანდრ ბელოვოლმა დღეს განაცხადა, რომ დადასტურებულია ამ ვირუსით ინფიცირების 14 შემთხვევა, რომელთაგან სამს ლეტალური შედეგი მოჰყვა. გრიპის ეპიდემიის გამო, პოლონეთმა ევროკავშირს ჯანდაცვის მინისტრების საგანგებო სხდომის მოწვევისა და უკრაინის დაუყოვნებლივ დახმარებისკენ მოუწოდა.