რუმინეთის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ახალ მთავრობას

რუმინეთის პარლამენტში გამართულ კენჭისყრაზე უარყვეს პრემიერ-მინისტრად წარდგენილი ლუჩიან კროიტორუს ახალი მთავრობა. 250 პარლამენტარი გამოვიდა კროიტორუს მიერ წარდგენილი კაბინეტის წინააღმდეგ, მას სულ 189 დეპუტატი მიემხრო. პრეზიდენტ ტრაიან ბასესკუს უკვე ნათქვამი აქვს, რომ ასეთ შემთხვევაში ან პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატს წარადგენს, ან კიდევ გადაყენებულ მთავრობას შეასრულებინებს მოვალეობას 22 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე.