ილია მეორე ბაქოში გაემგზავრა

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მონაწილეობას მიიღებს ბაქოში შეიხ ულ-ისლამ ჰაჯი ალაჰშუქურ ფაშაზადეს დაბადების 60 და კავკასიის მუსულმანთა მეთაურობის 30 წლის საიუბილეო ღონისძიებებში. კათოლიკოს-პატრიარქმა სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად მიწვევა რამდენიმე დღის წინ მიიღო. ილია მეორე აზერბაიჯანში თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფება.