თეთრი სახლი აკვირდება ირანში მიმდინარე მოვლენებს

თეთრმა სახლმა შეშფოთება გამოხატა ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ძალით ჩახშობის გამო. ირანის უშიშროების ძალებმა, ოთხშაბათს, თეირანში ხელკეტებით სცემეს დემონსტრანტები, რომელთა აქცია აშშ-ის საელჩოს დაკავების 30 წლისთავის აღსანიშნავად მოწყობილი, მთავრობის მიერ დაშვებული მსვლელობის პარალელურად მიმდინარეობდა. თეთრი სახლის წარმომადგენელმა, რობერტ გიბსმა თქვა, რომ თეთრი სახლი აკვირდება მოვლენებს ირანში. წლისთავის წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ მას სურს აშშ-მა და ირანმა გადალახონ „ეჭვი, უნდობლობა და ლაპირისპირება“.