ნათელაშვილი აშშ-ში ვიზიტს იწყებს

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი აშშ-ში ვიზიტს იწყებს. თბილისიდან გამგზავრებამდე მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში პოლიტიკური და საზოგადოებრივი წრეებისა და გაეროს წარმომადგენლებს შეხვდება. ნათელაშვილის განცხადებით, შეხვედებზე საუბრის მთავარი თემა საქართველოს მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლის გზები იქნება.