ირანის უშიშროების ძალებმა დააკავეს ფრანცპრესის რეპორტიორი

ირანელი რეპორტიორი, რომელიც მუშაობდა „ფრანცპრესის“ სააგენტოსთვის, ირანის უშიშროების სამსახურმა დააკავა. „ფრანცპრესის“ ცნობით, რეპორტიორი ფარჰად ფულადი დააკავეს, როცა თეირანში, ოთხშაბათს, დემონსტრაციების გასაშუქებლად მიემართებოდა. მისი ადგილსამყოფელი უცნობია.