ჰონდურასში ახალი მთავრობა არ შეიქმნა

ჰონდურასის დამხობილმა პრეზიდენტმა მანუელ სალაიამ განაცხადა, რომ უშედეგოდ დასრულდა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მცდელობა. უფრო ადრე, ქვეყნის დროებითი მთავრობის ხელმძღვანელმა რობერტო მიჩელეტიმ გამოაცხადა გარდამავალი მთავრობის შექმნა სელაიას გარეშე. გასულ კვირას კი შეერთებული შტატების შუამავლობით მიჩელეტი და სალაია შეთანხმდნენ 5 ნოემბრამდე ჩამოეყალიბებინათ “ერთობისა და თანხმობის” მთავრობა. თუმცა, სალაიამ არ დანიშნა საკუთარი მინისტრები და განაცხადა, რომ ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში გააკეთებს, თუკი ქვეყნის სენატი მას ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობაზე აღადგენს.