თალიბანთან შეტაკებაში სამი პალესტინელი დაიღუპა

თალიბანის რაზმის მიერ პაკისტანის ჩრდილოეთში განხორციელებული შეტაკების შედეგად, სამი პაკისტანელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმა პარასკევს თორავარის რაიონში განლაგებულ ერთ-ერთ სამხედრო საკონტროლო პუნქტზე მოხდა. Pპარალელურად, პაკისტანის არმია აგრძელებს თალიბანის რაზმების წინააღმდეგ დაწყებულ ფართომასშტაბიან ოპერაციას ავღანეთის საზღვართან მდებარე კონტროლიდან გამოსულ ვაზირისტანის პროვინციაში. ოპერაცია თალიბანის წინააღმდეგ პაკისტანში მეოთხე კვირაა მიმდინარეობს.