რუსეთის პატრიარქის საქართველოში ვიზიტი გაურკვეველია

რუსეთის პატრიარქის თბილისში შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოში კონკრეტულ კომენტარს ჯერ არ აკეთებენ. როგორც ცნობილია, რუსეთისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელები ერთმანეთს პარასკევს ბაქოში შეხვდნენ და საათ-ნახევრის განმავლობაში პირისპირ ისუბრეს. თუ რის თაობაზე ისაუბრეს მართლმადიდებელმა პატრიარქებმა, ამის შესახებ ინფორმაცია საპატრიარქოს დელეგაციის ბაქოდან დაბრუნების შემდეგ გახდება ცნობილი, - განუცხადა ქართულ საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსს” საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მამა დავით შარაშენიძემ. მისივე ინფორმაციით, საქართველოს პატრიარქი ილია მეორე და მისი თანმხლები დელეგაციის წევრები საქართველოში კვირა საღამოს დაბრუნდებიან.