გალში სოფელ ფიჩორის გამგებელი დააკავეს

აფხაზურმა მილიციამ გალის რაიონის სოფელ ფიჩორის აფხაზ გამგებელი ზურაბ გვარამიაზე ძებნა გამოაცხადა. როგორც „მედიანიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა თორნიკე კილანავამ განუცხადა, ზურაბ გვარამია ერთ-ერთი ვერსიით ქართულ სკოლებში ქართველების სწავლების საკითხს გამოესარჩლა, რასაც მოჰყვა მისთვის ფინანსურ დარღვევებზე დანაშაულის წაყენება. ეს ეხებოდა ქართველი მოსახლეობისგან ე.წ. მოსაკრებლის აღებას. აღნიშნულზე დააკავეს გამგებლის ორი თანაშემწე, ხოლო თავად გამგებელი გაიქცა.