ჩინეთი აფრიკის ქვეყნებს 10 მილიარდს ჰპირდება

აფრიკის ქვეყნებს შეღავათიანი სესხის პირობით ჩინეთი 10 მილიარდი დოლარის გამოყოფას ჰპირდება სამი წლის განმავლობაში. ამის თაობაზე ჩინეთ-აფრიკის თანამშრომლობის ფორუმზე ეგვიპტის ქალაქ შარმ-ალ-შეიხში გამოსვლისას ჩინეთის მთავრობის თავმჯდომარემ ვენ ცზიბაომ განაცხადა. მისი სიტყვებით, ჩინეთს განზრახული აქვს დაეხმაროს აფრიკას ფინანსური პოტენციალის გაძLიერებაში. მან ასევე განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის პროექტებს. ჩინეთი უარყოფს დასავლეთის ქვეყნების მხრიდან მისი მისამრთით გამოთქმულ კრიტიკას, თითქოს პეკინი დაინტერესებული იყოს მოპიოვოს დაშვება აფრიკის ენერგეტიკულ რესურსებზე.