ერაყში სამი ამერიკელი სამხედრო პირი დაიღუპა

აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლების განცხადებით, ორი მფრინავი დაიღუპა ჩრდილოეთ ერაყში ვერტმფრენის ავარიის შედეგად. ავარია კვირას მოხდა ბაღდადის ჩრდილოეთით მდებარე სალაჰუდდინის პროვინციაში. იუწყებიან აგრეთვე, რომ სხვა ინციდენტის დროს, ანბარის პროვინციაში მიღებული ჭრილობების შედეგად დაიღუპა ერთი საზღვაო ქვეითი. მისი ჭრილობები არ უკავშირდებოდა საბრძოლო მოქმედებებს. აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლების განცხადებით, მიმდინარეობს ორივე ინციდენტის გამოძიება.