ირანი სასჯელის ზომად ხელის მოკვეთის უფრო ხშირად გამოყენებას აპირებს

ირანის გაზეთი ”ებთეკარი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ დანაშაულის შემთხვევების გახშირების გამო პოლიცია მზად არის ისლამური კანონით გათვალისწინებული სასჯელის მკაცრი ზომების, მათ შორის - ამპუტაციის სულ უფრო ხშირად გამოყენებისთვის. ირანის კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელმა ასღარ ჯაფარიმ გაზეთს განუცხადა, რომ თუკი ირანში უფრო მეტ ქურდს არ მოკვეთენ ხელს, დანაშაულის საფრთხე გაზრდის.