უკრაინის არჩევნები გრიპის გამო არ გადაიდება

უკრაინის პრეზიდენტის, ვიქტორ იუშჩენკოს განცხადებით საპრეზიდენტო არჩევნები არ გადაიდება. ამის შესახებ ინფრომაციას სააგენტო ”ინტერფაქსი” ავრცელებს. “ამომრჩეველი უნდა მოემზადოს 17 იანვრისთვის და დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია” - თქვა იუშჩენკომ. გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გრიპის ეპიდემიის გამო, შეიძლებოდა საპრეზიდენტო არჩევნები იანვრის ნაცვლად 2010 წლის მაისში გამართულიყო.