მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი აფხაზეთში ჩასვლას გეგმავს

ამ კვირაში მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას გეგმავს. სააგენტო რია-ნოვოსტი მოსკოვის მერიის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ დელეგაცია ლუჟკოვის მეთაურობით სოხუმში 13 ნოემბერს გაემგზავრება და მოლაპარაკებებს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე გამართავს.