ევროკავშირის 19 ნოემბრის სამიტზე გაირკვევა ბლოკის პრეზიდენტისა და საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვინაობა

ევროკავშირის მომავალი კვირის საგანგებო სამიტზე გადაწყდება, ვინ დაიკავებს ახალ თანამდებობებს - პრეზიდენტისა და საგარეო უწყების ხელმძღვანელის პოსტებს ამ ბლოკში. ევროკავშირის ამჟამინდელ მორიგე თავმჯდომარე შვეციის განცხადებით, 27 წევრი ქვეყნის ლიდერები 19 ნოემბერს შეიკრიბებიან ბრიუსელში ახალი ლიდერების ვინაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. ორი ახალი თანამდებობა შეიქმნა ლისაბონის ხელშეკრულებით, რომელიც 1 დეკემბერს შედის ძალაში მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ბოლო წევრმა, ჩეხეთის რესპუბლიკამაც მოახდინა მისი რატიფიკაცია.