ავღანეთის პრეზიდენტის მეორე ვადით ინაუგურაცია 19 ნოემბერს გაიმართება


ავღანეთში 19 ნოემბერს გაიმართება პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის მეორე ვადით ინაუგურაცია. თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივან, გენერალ ზაჰერ აზიმის განცხადებით, ინაუგურაციის ცერემონიას სამინისტროების ხელმძღვანელები დაესწრებიან. მას არ უთქვამს, მოელიან თუ არა ცერემონიაზე უცხოელ ოფიციალურ პირებს. კარზაი გასულ კვირაში გამოცხადდა არჩევნებში გამარჯვებულად, არჩევნების გაყალბების ბრალდებების მიუხედავად.