გერმანიაში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს მამაკაცს, რომელმაც ორსული ეგვიპტელი ქალი მოკლა

სასამართლომ გერმანიაში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა მამაკაცს, რომელმაც ორსული ეგვიპტელი ქალი მოკლა დრეზდენში - იმავე სასამართლოს დარბაზში, რომელშიც დღეს განაჩენი გამოიტანეს. მკვლელობამ დიდი აღშფოთება გამოიწვია მთელს მუსულმანურ სამყაროში. ბევრის შეფასებით, 28 წლის ალექსანდერ ვინსმა ეგვიპტელი მარვა ალ შირბინი იმის გამო მოკლა, რომ მას თავსაფარი ეკეთა. ვინსმა აღიარა ქალის მკვლელობა, მაგრამ უარყო ბრალდება, რომ მისი ქმედება ქსენოფობიით იყო მოტივირებული.