სერგეი ბაღაფშმა ალექსანდრე ანქვაბი თანამდებობიდან გაათავისუფლა

წინასაარჩევნო კამპანიის გამო, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა მისი მთავრობის მეთაური ალექსანდრე ანქვაბი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ბაღაფშმა, რომელიც თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 12 დეკემბერს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს, ანქვაბი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა.