გოჩა ძასოხოვმა ნოღაიდელს ”დამაიმედებელი ინფორმაცია” მისცა

მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერის ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, ტირძნისელი მოზარდების შესახებ დამაიმედებელი ინფორმაცია აქვს. ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, მან დახმარება სთხოვა ,,საქართველოს ხალხთა ასამბლეის” თავმჯდომარეს გოჩა ძასოხოვს, რომელიც თავის მხრივ, მოსკოვისა და ცხინვალის წარმომადგენლებს ესაუბრა. ნოღაიდელმა ძასოხოვისგან მიღებული „დამაიმედებელი ინფორმაციის“ დეტალები არ დააკონკრეტა.