მსოფლიოს ყველაზე გავლენიან პირთა სიაში პუტინს მესამე ადგილი უკავია

ჟურნალ „ფორბსის“ თანახმად, რუსეთის პრემიერ-მინისტრს, ვლადიმირ პუტინს, მსოფლიოს ყველაზე გავლენიან პირთა სიაში მესამე ადგილი უკავია. 67-კაციან სიას სათავეში უდგას აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა. მას მოსდევს ჩინეთის ლიდერი. ჰუ ძინ ტაო. ირანის სულიერი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, სიაში მეორმოცეა. რუსეთის პრეზიდენტს დმიტრი მედვედევს სიაში 43-ე ადგილი უკავია