პოლონეთი შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის სამხედრო მანევრების გამო

პოლონეთმა ნატოს მიმართა შეშფოთებით, რუსეთსა და ბელორუსიასთან თავის საზღვარის რეგიონში რუსეთის დიდი სამხედრო მანევრების გამო. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ შიკორსკიმ, მისივე ცნობით, ნატოს გენერალურ მდივანს მისწერა წერილი, სადაც სთხოვა, რომ ალიანსმა მხედველობაში მიიღოს ეს ამბავი.