დევიდ მილიბენდი უარს ამბობს ევროკავშირის მაღალ ჩინზე

დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დევიდ მილიბანდი აცხადებს რომ ის საკუთარ მომავალს დიდ ბრიტანეთში ხედავს და აპირებს ”დარჩეს და იბრძოლოს” მომავალ არჩევნებში. დევიდ მილიბენდს, მოიაზრებდნენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესი წარმომადგენლის პოსტზე. პრესის სპეკულაციების მიხედვით მილიბენდს, რომელსაც ლეიბორისტების ლიდერობას უწინასწარმეტყველებენ, შეიძლებოდა უარი ეთქვა დიდ ბრიტანეთში რთულ საარჩევნო კამპანიაზე და ბრიუსელის მაღალი ჩინი ერჩია.