ლუჟკოვი სოხუმში ჩადის

აფხაზეთს დღეს მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი ეწვევა. მასთან ერთად სოხუმში მოსკოვის მთავრობის მრავალრიცხოვანი დელეგაციაც ჩავა. იგეგმება მოსკოვის მთავრობასა და სოხუმის რეჟიმს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ და ჰუმანიტარულ-კულტურულ სფეროებში თანამშომლობის შეთანხმებების გაფორმება. მოსკოვის დელეგაცია სოხუმში ”მოსკოვის სახლის” მშენებლობას დაათვალიერებს.