ჩრდილოეთ კავკასიაში 3 ექსტრემისტი და 3 სამოქალაქო პირი დაიღუპა

რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, დღეს ინგუშეთში მოკლეს ექსტრემიზმში ეჭვმიტანილი 3 პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივნის განცხადებით, ეჭვმიტანილები დაიღუპნენ მილიციელებთან ურთიერთსროლის დროს. დღესვე, დაღესტნის მილიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამი ქალი (სამივე სამოქალაქო პირი) დაიღუპა სასაფლაოზე ბომბის აფეთქების შედეგად.