რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტები ორმხრივ ურთიერთობას აქებენ

რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებმა, დმიტრი მედვედევმა და ჰუ ძინტაომ დღეს ქებით მოიხსენიეს ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობა შეხვედრაზე, რომელიც სინგაპურში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის პარალელურად გაიმართა. როგორც მედვედევმა უთხრა ჩინელ კოლეგას, მისი ივნისის ვიზიტი მოსკოვში ძალიან წარმატებული იყო. ჰუ ძინტაომ არანაკლებ დადებითი შეფასება გამოთქვა მედვედევის მისამართით. შეხვედრის შემდეგ ჩინეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა განცხადება, რომელიც შეიცავს პრეზიდენტის მოწოდებას რუსეთთან კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობისაკენ, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში.